Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-''შემოდგომა''



კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან ჩემს მოსწავლეების სწავლის პროესზე დიდ გავლენას იქონიებს და გამოადგებათ პროექტის ფარგლებში ნაბიჯ-ნაბიჯ , სიზუსტით და თანმიმდევრობით დაგეგმილი მრავალფეროვანი, საინტერესო და კონკრეტული აქტივობების და დავალებების წინასწარ გაწერილი გეგმა. მოსწავლის გამოწვევისთვის დაგეგმილი ეფექტური სავარჯიშოები. კარგად შერჩეული გეზის მიმცემი კითხვები. მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული  განსხვავებული შეფასების მეთოდები, ურთიერთშეფასების საშუალება. ურთიერთთანამშრომლობით შესრულებული სამუშაოები. მოსწავლის აქტიური ჩართულობა პროცესში.კვლევა, მოძიება, პრეზენტაცია, შეჯამება, ანალიზი, დასკვნების გამოტანასა და შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებისთვის ისე წარმართვა დაგეგმილი სამუშაოსი, რომ ბავშვი საკუთარ თავზე დაყრდნობით და გარკვეულწილად დამოუკიდებლად ,თვითშეფასების და თვითრეგულაციის საშუალებით იღებს საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს და აღწევს სასურველ შედეგებს. ხედავს შეზენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში
გამოყენების გზებს და საჭიროებებსა და საშუალებებს.

მეცხრე დღე

ჩემი  პროექტის პორტფოლიო-" შემოდგომა''

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სავარჯიშოს უპირატესობა, რომელიც ბავშვს უვითარებს საკუთარი თავის მართვის , შეძენილი უნარების გამოყენებისა, თვითშეფასებისა და თვითრეგულაცის უნარებს.მოსწავლის საჭიროებაზე გათვლილი სავარჯიშოთი იგი შეძლებს თავისი უნარ-ჩვევების განვითარებას და ეფექტურად გამოყენებას.ვისწავლე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები მასწავლებლისა და მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდისათვის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფა სე მეწყვილეს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომისსუსტი მხარეები.გავეცანი შეფასების რუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი ადაპტირება, შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში ცვლილება. აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით. პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- რუბრიკა

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაში, რომელშიც მოსწავლეები შეძლებენ  საკუთარი ცოდნის დადასტურებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებას,საკუთარი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების წარმოჩენას. შევქმენი ამ ნაშრომის შეფასებისთვის ჩეკლისტი, სადაც შევიმუშავე კრიტერიუმები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს შექმნას სავარჯიშო , რომელიც მასწავლებელმა დაავალა.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერზოდ როგორ მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა საიტების გამოყენებით, ზუსტი, კონკრეტული ჩანაწერით საძიებო ველში როგორ დავავიწროოთ საძიებო საკითხი. როგორ დავამახსოვრებინოთ საჭირო საიტები, რომ შემდეგში ადვილად მოვძებნოთ საჭიროების სემთხვევაში. როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერნეტ კავშირები ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისთვის. გავიგე საავტორო უფლებების და მათი დაცვის გარშემო დამატებითი ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემიძლია დავიხმარო ეფექტურად სასწავლო პროცესში და ამასთან ერთად ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, დავადგინო მოსწავლის წინარე ცოდნა პროექტის დაწყებამდე და საჭიროებები. პროექტის მსვლელობისას მუდმივად ვიგებდე რა ცოდნას იძენენ მოსწავლეები და როგორია პროგრესი. პროექტის დასასრულს დავინახო როგორ გაიგეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა უნარ-ჩვევები შეიძინეს და რის გამოყენებას შეძლებენ რეალურ ცხოვრებაში.