Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სავარჯიშოს უპირატესობა, რომელიც ბავშვს უვითარებს საკუთარი თავის მართვის , შეძენილი უნარების გამოყენებისა, თვითშეფასებისა და თვითრეგულაცის უნარებს.მოსწავლის საჭიროებაზე გათვლილი სავარჯიშოთი იგი შეძლებს თავისი უნარ-ჩვევების განვითარებას და ეფექტურად გამოყენებას.ვისწავლე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები მასწავლებლისა და მოსწავლის პროდუქტიულობის გაზრდისათვის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფა სე მეწყვილეს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომისსუსტი მხარეები.გავეცანი შეფასების რუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი ადაპტირება, შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში ცვლილება. აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით. პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- რუბრიკა

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაში, რომელშიც მოსწავლეები შეძლებენ  საკუთარი ცოდნის დადასტურებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებას,საკუთარი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების წარმოჩენას. შევქმენი ამ ნაშრომის შეფასებისთვის ჩეკლისტი, სადაც შევიმუშავე კრიტერიუმები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს შექმნას სავარჯიშო , რომელიც მასწავლებელმა დაავალა.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერზოდ როგორ მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა საიტების გამოყენებით, ზუსტი, კონკრეტული ჩანაწერით საძიებო ველში როგორ დავავიწროოთ საძიებო საკითხი. როგორ დავამახსოვრებინოთ საჭირო საიტები, რომ შემდეგში ადვილად მოვძებნოთ საჭიროების სემთხვევაში. როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერნეტ კავშირები ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისთვის. გავიგე საავტორო უფლებების და მათი დაცვის გარშემო დამატებითი ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემიძლია დავიხმარო ეფექტურად სასწავლო პროცესში და ამასთან ერთად ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, დავადგინო მოსწავლის წინარე ცოდნა პროექტის დაწყებამდე და საჭიროებები. პროექტის მსვლელობისას მუდმივად ვიგებდე რა ცოდნას იძენენ მოსწავლეები და როგორია პროგრესი. პროექტის დასასრულს დავინახო როგორ გაიგეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა უნარ-ჩვევები შეიძინეს და რის გამოყენებას შეძლებენ რეალურ ცხოვრებაში.

Wednesday, September 7, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, დავადგინო მოსწავლის წინარე ცოდნა პროექტის დაწყებამდე და საჭიროებები. პროექტის მსვლელობისას მუდმივად ვიგებდე რა ცოდნას იძენენ მოსწავლეები და როგორია პროგრესი. პროექტის დასასრულს დავინახო როგორ გაიგეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა უნარ-ჩვევები შეიძინეს და რის გამოყენებას შეძლებენ რეალურ ცხოვრებაში.

Tuesday, September 6, 2016

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, რათა სწორად გამეწერა პროექტის შინაარსი და სასწავლო მიზნები, ასევე ისე დამეგეგმა აქტივობები, რომ ბავშვებისთვის მიმეცა სწორი მიმართულება, რათა ისინი სწორად ჩასწვდნენ პროექტის საკვანძო საკითხებს.

Saturday, September 3, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. პირველ რიგში მეთოდი ძალიან წაადგება სასწავლო პროცესის ახლლებურად, განსხვავებული მიდგომებით დაგეგმვას, რომელიც გაამრავალფეროვნებს, სახალისოს გახდის გაკვეთილს, გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას და ჩართულობას. შესძენს მათ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და დღევანდელობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ბავშვები ხდებიან უფრო დამოუკიდებელი, ეჩვევიან ინფორმაციიის მოძიებას და სათანადოდ გამოყენებას, თვითონ კეთებით არიან ჩართული აქტივობებში, სწავლობენ ანალიზს, დასკვნების გამოტანას, ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში.